რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს

ხორბალი

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონში ერთ-ერთი საწარმოდან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, 2022 წლის 26 აპრილს შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა ფიზიკური ძალადობის მუქარით გაძარცვეს ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო კომპანიის ფილიალი ქალაქ კამენკა-დნეპროვსკაიაში.

მათივე ცნობით, ოკუპანტებმა  საწარმოდან მოპარული 61 ტონა ხორბალი და სხვა ქონება GAZ-53 სატვირთო ტრანსპორტით გაიტანეს, რომელიც ასევე ფილიალის განკარგულებაში იყო.

პროკურატურამ ომის კანონმდებლობისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები