IRI-ის კვლევა

IRI: 84%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, 81%-ს ეკლესიის, 63%-ს – პოლიციის

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ჩამოთვლილი ინსტიტუტებიდან და ორგანიზაციებიდან რომელი მოსწონთ ყველაზე მეტად, მოსახლეობის 84% ჯარს ასახელებს (12%-ს არ მოსწონს), ეკლესიას – 81% (14%-ს არ მოსწონს), პოლიციას 63% (34%-ს არ მოსწონს), იუსტიციის სამინისტროს 61% (34%-ს არ მოსწონს), ხოლო ქართულ მედიას – 60% (36%-ს არ მოსწონს).

კვლევის მიხედვითვე, ჩამოთვლილი ინსტიტუტებიდან და ორგანიზაციებიდან ყველაზე ნაკლებად გუბერნატორების, პროკურატურის, ეროვნული ბანკის, სასამართლოსა და პოლიტიკური პარტიები საქმიანობა მოსწონთ.

საველე სამუშაოები IRI-ის დაკვეთით 4-24 მარტს, გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუების მეთოდით გამოიკითხა 1 486 ხმის უფლებისა და ასაკის მქონე მოქალაქე. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.

კომენტარები