საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, რომელი ქართული მედიის მიერ გაშუქებულ ახალ და პოლიტიკურ ამბებს ენდობიან ყველაზე მეტად, საზოგადოების 35% იმედს ასახელებს, 26% რუსთავი 2-ს, 24% კი ტელეკომპანია პირველს. მოქალაქეებს 2 ტელეკომპანია უნდა დაესახელებინათ.
- იმედი - 35% (28%-ის პირველი არჩევანი, 7%-ის მეორე არჩევანი)
- მთავარი არხი - 23% (14%-ის პირველი არჩევანი, 9%-ის მეორე არჩევანი)
- ტელეკომპანია პირველი - 24% (11%-ის პირველი არჩევანი, 13%-ის მეორე არჩევანი)
- რუსთავი 2 - 26% (9%-ის პირველი არჩევანი, 17%-ის მეორე არჩევანი)
- ფორმულა - 8% - (3%-ის პირველი არჩევანი, 5%-ის მეორე არჩევანი)
- საზოგადოებრივი მაუწყებელი - 6% (3%-ის პირველი არჩევანი, 3%-ის მეორე არჩევანი)
- პალიტრანიუსი - 2% (<1%-ის პირველი არჩევანი, <1%-ის მეორე არჩევანი)
- ობიექტივი - 2% (<1%-ის პირველი არჩევანი, 2%-ის მეორე არჩევანი)
- POSTV - 3% (<1%-ის პირველი არჩევანი, 2%-ის მეორე არჩევანი)
- ალტ-ინფო - 2% (<1%-ის პირველი არჩევანი, 1%-ის მეორე არჩევანი)
- სხვა - 9% (4%-ის პირველი არჩევანი, 6%-ის მეორე არჩევანი)
- არცერთი - 23%
- არ ვიცი / უარი პასუხზე - 2%
კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.