საქართველოს პარლამენტი

ხუნდაძე: ჩვენი რეფორმებით სიცოცხლის უფლება მივეცით ადამიანებს

[...] რთულია დღეს მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია, მაგრამ ამ სირთულეში საქართველო მაინც წინ მიიწევს. ჩვენ ყველა მიმართულებით ვახორციელებთ რეალურ რეფორმებს. მაგალითად სასამართლო რეფორმა, რომელსაც კრიტიკას არ აკლებს ოპოზიცია, ზოგჯერ ეს საფუძვლიანია, ხშირად არაობიექტური, ხალხს კითხეთ, რა იყო მანამდე და როგორია ახლა სასამართლო. სიტყვის თავისუფლების რა ხარისხი იყო მაშინ და რა არის ახლა. თუმცა, სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის თქმის უფლებას.

შედარებაც არ შეიძლება პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით, აღარ ვსაუბრობ ჯანდაცვაზე, ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებით, სიცოცხლის უფლება მივეცით ადამიანებს. სიცოცხლე დავუბრუნეთ ასევე რეგიონებს [...] ჩვენი მმართველობის დროს ბევრია გაკეთებული და ამას ხედავს ხალხი...

ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები