საქართველო-უკრაინა

ჯაფარიძე: ახლა მართლაც დროა, ზელენსკიმ მიმართოს საქართველოს პარლამენტს, მოვუწოდებ ოცნებას

უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა აჩვენებს გმირობის მაგალითს, ამ დროს, მათ სჭირდებათ მაქსიმალური თანადგომა. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როცა ზელენსკიმ პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტს მიმართა, აუცილებლად უნდა მიეცეს საშუალება ზელენსკის, რომ მიმართოს საქართველოს პარლამენტს. მე მინდა მოვუწოდო ქართულ ოცნებას, რომ ახლა მართლაც დროა, ზელენსკიმ მიმართოს საქართველოს პარლამენტს, იმ ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ასევე აგრესიის მსხვერპლია.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამბობს ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

კომენტარები