რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ანტონოვი: რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეწყვიტოს

აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის თქმით, რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეწყვიტოს და აფრთხილებს, რომ დასავლური იარაღის დიდი რაოდენობით მიწოდება კონფლიქტს გაამწვავებს, რაც დანაკარგებს ზრდას გამოიწვევს.

ანტონოვის თქმით, ასეთი იარაღების მიწოდების მიზანი რუსეთის დასუსტება იყო, თუმცა ამავდროულად, ეს ამწვავებს კონფლიქტს უკრაინაში და ძირს უთხრის რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობას.

"რასაც ამერიკელები აკეთებენ, ეს არის ცეცხლზე ნავთის დასხმა. მე ვხედავ მხოლოდ ფსონების ზრდის, სიტუაციის გამწვავებისა და მეტ დანაკარგების ხილვის მცდელობას". - თქვა ანტონოვმა.

ამასთან, ანტონოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის წუხილის შესახებ ოფიციალურ ვაშინგტონს შესაბამისი დიპლომატიური წერილი უკვე გაუგზავნა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

"ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ სიტუაციის [ამერიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება] მიუღებლობას და ვითხოვთ ამ პრაქტიკის დასრულებას". - თქვა ანტონოვმა.

კომენტარები