რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა: G20 ეფექტიანად ვერ იფუნქციონირებს იქამდე, სანამ რუსეთი მისი წევრი იქნება

კანადის ფინანსთა მინისტრი, კრისტია ფრილანდი

კანადის ფინანსთა მინისტრმა, კრისტია ფრილანდმა ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრებზე თქვა, რომ დიდი ოცეულის ჯგუფი ეფექტიანად ვერ იფუნქციონირებს მანამ, სანამ რუსეთი მისი წევრი იქნება.

"იმ ქვეყნების მაგიდასთან, რომლებიც გლობალური ეკონომიკური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად გაერთიანდნენ, რუსეთის ადგილი არ არის. რუსეთმა სამხრეთ უკრაინაში შეჭრით საერთაშორისო ნორმები დაარღვია. არ შეიძლება ერთდროულად იყო ბრაკონიერიც და მეკარეც". - თქვა კრისტია ფრილანდმა. 

შეხვედრებში რუსეთის მონაწილეობის გამო დასავლეთის ქვეყნები უკმაყოფილებას მთელი კვირის განმავლობაში გამოხატავდნენ. აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა რუსეთის გამოსვლებზე დარბაზი ზედიზედ სამჯერ დემონსტრაციულად დატოვეს.

G20-ის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკის გუბერნატორები ტრადიციულ კომუნიკესზე ვერ შეთანხმდნენ, რაც ეკონომიკური პოლიტიკის საერთო მიზნებს გულისხმობს, რადგან რუსეთმა უკრაინაში შეჭრის წინადადება დაბლოკა.

თუმცა, წლევანდელი G20-ის მასპინძელი ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, შრი მულიანის თქმით, მიუხედავად შიდა უთანხმოებისა, რიგ საკითხებში პროგრესის მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დასავლეთის ქვეყანა თვლის, რომ რუსეთს გლობალურ შეხვედრებზე დასწრების უფლება უნდა ჩამოერთვას, ამ პოზიციას არ იზიარებენ G20-ის სხვა წევრები, განსაკუთრებით კი - ჩინეთი. 

კომენტარები