კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 87 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.18%-ია

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 7 360 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 259 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 1.18%-ია, ბოლო 7 დღის - 1.15%, ბოლო 14 დღის კი 1.21%. 

87 ახალი შემთხვევიდან თბილისში 36 დადასტურდა, აჭარაში - 2, იმერეთში - 14, ქვემო ქართლში - 3, შიდა ქართლში - 3, გურიაში - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 10, კახეთში - 7, მცხეთა-მთიანეთში -2, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0. 

23 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 654 163 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 635 550 გამოჯანმრთელდა, 16 797 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 1 790 აქტიური შემთხვევაა. 

რეანიმაციულ განყოფილებაში 71 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 

კომენტარები