რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პროკურატურა: მარიუპოლს მიღმა, ოკუპანტებმა 208 ბავშვი მოკლეს

Reuters

უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ოკუპანტებმა 208 ბავშვი მოკლეს, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 386-მა ბავშვმა.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი უკრაინის შემდეგ ოლქებში დაშავდა: დონეცკში - 120, კიევში - 113 ხარკოვში - 91, ჩერნიგოვის - 66, ლუგანსკის - 37, ნიკოლაევის - 41, ხერსონის - 44, ზაპოროჟიეს - 25, სუმის - 17, ჟიტომირის - 15.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები