რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაეროს გენერალურ მდივანს პუტინთან და ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა სურს

გაეროს წარმომადგენლის, სტეფან დიუჟარიკის თქმით, ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან და უკრაინაში, ქვეყნის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა სურს.

დიუჟარიკის თქმით, გუტიერეშს სურს პრეზიდენტებთან ერთად განიხილოს ის დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რაც უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად არის საჭირო. 

მისივე თქმით, შესაბამისი წერილები გაეროში რუსეთისა და უკრაინის მისიის წარმომადგენლებს უკვე გადაეცათ, გუტიერეში კი ზემოხსენებული ქვეყნების მთავრობებისგან შესაბამის პასუხს ელოდება.

დიუჟარიკის თქმით, თანხმობის შემთხვევაში ის გენერალურ მდივანს შეხვედრებზე გაჰყვება, თუმცა ზუსტად არ იცის კიდევ ვინ იქნება გაეროს მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი. ამავდროულად, მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია რას იზამს გუტიერეში მხოლოდ ერთი ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში.

კომენტარები