რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანიის პრემიერი: სჯობს ბუნებრივი აირი ჩრდილოეთ ზღვაში ვაწარმოოთ, ვიდრე პუტინისგან ვიყიდოთ

დანიას სურს, გაზარდოს ბუნებრივი ნავთობის წარმოება, რათა დაეხმაროს ევროპას აღარ იყოს რუსულ ნავთობზე დამოკიდებული. 

სკანდინავიური ქვეყანა, რომელმაც მანამდე პირობა დადო, რომ შეაჩერებს წიაღისეული საწვავის წარმოებას, ევროპის ნავთობ დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად გეგმავს, დააჩქაროს ადმინისტრაციულ პროცესები მეტი წარმოების დასაშვებად. 

"დარწმუნებულები ვართ, უკეთესია ბუნებრივი აირის წარმოება ჩრდილოეთ ზღვაში, ვიდრე მისი ყიდვა ვლადიმერ პუტინისგან". - თქვა დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიქსენი. 

მიუხედავად იმისა, რომ დანია გეგმავს ბუნებრივი ნავთობის წარმოების გაზრდას, დანიის პრემიერმინისტრი პირობას დებს, რომ ერთგული რჩება საკუთარი გადაწყვეტილების, რომ  2050 წლისთვის ნავთობისა და გაზის წარმოება შეწყდება. 

ევროკავშირის წარმომადგენლები რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების გეგმას ამზადებენ, რომელიც, დიდი ალბათობით, საფრანგეთის არჩევნების შემდგომ შევა ძალაში. ინფორმაციას The New York Times-ს  ავრცელებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები