თბილისის მერია

კალაძე: თბილისში ყოველ შაბათ-კვირას ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ვიწყებთ პროგრამის განხორციელებას და ყოველ შაბათ-კვირას გვინდა თბილისში შევარჩიოთ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება ესტრადის სხვადასხვა ვარსკვლავების კონცერტების გამართვა. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა რაიონში, კონკრეტულ ლოკაციებზე, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ და რაც შეიძლება უფრო მასშტაბური გავაკეთოთ, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ახალი ინიციატივა.

კომენტარები