რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინელი ლტოლვილების ქვეყანაში მიღებაზე ზედა ზღვრის დაწესებას არ აპირებს

AP Photo/Vadim Ghirda

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრი, ვოლკერ ვისინგი ამბობს, რომ ბერლინი უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე ზედა ზღვრის დაწესებას არ აპირებს. 

"ეს კითხვა არ ისმევა. გერმანიას ვერ და არ დააბრუნებს არცერთ ლტოლვილს უკრაინიდან". - ამბობს ვისინგი. 

ვისინგის თქმით, გერმანია ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად უნდა მოემზადოს, ვინაიდან უკრაინა უკვე 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. 

ტრანსპორტის მინისტრის თქმით, დეპარტამენტმა ყველაფერი გააკეთა, რათა ლტოლვილები პოლონეთიდან ჩამოეყვანათ.

"ჩვენ მალევე დავრწმუნდით, რომ უკრაინიდან გაქცეული ადამიანების ტრანსპორტირება გერმანიაში პოლონეთიდანაა შესაძლებელი. უკრაინელი ლტოლვილებისთვის სივრცეები ჯანოვერში, კოტბუსსა და ბერლინშია გამოყოფილი". - თქვა ვოლკერ ვისინგმა.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები