საქართველო-უკრაინა

ვოლსკი ენმ-ზე: პროვოკაციის დაგეგმვისთვის არიან მობილიზებული, ამიტომ არ არიან დელეგაციაში

ასეთი ინფორმაცია არის, რომ სწორედაც გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან [ენმ-ს წევრები] მობილიზებულები და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეციალურმა სამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება.

ამბობს ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას. საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს, 15 აპრილს გაემგზავრება - დელეგაციაში ენმ-ს წევრები არ არიან. 

კომენტარები