საქართველოს პარლამენტი

იოსელიანი: გაფუჭებულ სიტუაციას შველა უნდა, უკრაინაში ვიზიტი იქნება შემობრუნების წერტილი

ჩემი აზრით, ეს იქნება შემობრუნების წერტილი იმ ძალიან დაბალ ნიშნულზე მყოფი ქართულ-უკრაინული ურთიერთობისა, რომელიც დღეს არსებობს. თქვენ იცით, რომ ელჩიც გაწვეულია და ამ ურთიერთობებს, ამ რაღაც გაფუჭებულ სიტუაციას სჭირდება შველა. ეს ვიზიტი იქნება შესაძლებლობა, რომ ეს ურთიერთობები ჩადგეს იმ კალაპოტში, რასაც იმსახურებს ქართველი და უკრაინელი ხალხი.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის უარს, ყველა არგუმენტი, რითაც ამართლებენ უკრაინაში არწამოსვლას, არის აბსოლუტურად ბავშვური და მიუღებელი ჩემთვის, ის, რომ ვიღაცასთან ერთად არ უნდათ მგზავრობა თუ გამოჩენა, ეს არ არის სერიოზული არგუმენტი.

პარტია მოქალაქეების ერთერთი ლიდერი ლევან იოსელიანი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე.

კომენტარები