რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 13 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევების განხორციელება განაგრძეს. ამასთან ერთად, რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მარიუპოლში უკრაინის სამხედრო პირების დანებების შესახებ, დიდი ალბათობით, მცდარია. თუმცა ოკუპანტებმა უკრაინის ჯარს მარიუპოლის ჩრდილოეთით მდებარე, ილიჩის ლითონის ქარხნის დატოვება აიძულეს. ISW-ს რუსეთის სამხედრო ძალები მარიუპოლს უახლოეს მომავალში აიღებენ. ამასთან ერთად, ოკუპანტებმა იზიუმისა და სევეროდონეცკის მიმართულებით შეზღუდული შეტევითი ოპერაციების განხორციელება განაგრძეს.

ISW-ის ძირითადი დასკვნები:

  • რუსეთის სამხედრო ძალები მარიუპოლის ოკუპაციას განაგრძობენ.
  • ოკუპანტები აღმოსავლეთ უკრაინაში წარუმატებელ შეტევებს ახორციელებ და, დიდი ალბათობით, მასიური შეტევებისთვის ემზადებიან.
  • რუსეთის ქვედანაყოფები ხარკოვში გადაჯგუფებას განაგრძობენ, ამასთან ერთად, იზიუმის სამხრეთით შეზღუდულ შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტებმა ჩრდილოეთ მარიუპოლში მდებარე ილიჩის ლითონის ქარხანა აიღეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ მარიუპოლში უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის 1026 სამხედრო პირი ჩაბარდა. რუსეთის ქვედანაყოფების მიერ გავრცელებულ ვიდეოში 30-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დააკავეს, რომლებიც მათი თქმით, ილიჩიდან გაქცევის ცდილობდნენ. ამასთან ერთად, რამდენიმე დამოუკიდებელი უკრაინული გამოცემისა და მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლის, მიხედვით, 36-ე საზღვაო ბრიგადამ ილიჩი დატოვა, რათა უკრაინის სამხედრო ძალებს აზოვსტალის ქარხანაში დაუკავშირდეს.

რუსეთის სამხედრო ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში წარუმატებელი შეტევითი ოპერაცების განხორციელეს განაგრძობენ.

რუსეთის ძალებმა სევეროდონეცკში, ლისიჩანსკსა და პოპასნაში წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები