რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bild: შტაინმაიერი კიევში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავდა, თუმცა ზელენსკის მასთან შეხვედრა არ სურს

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავდა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის მასთან შეხვედრა არ სურს. გერმანული გამოცემის, Bild-ის ექსკლუზიურ ინფორმაციას Украинская правда ავრცელებს.

განახლება: გერმანიის პრეზიდენტმა თავადაც დაადასტურა, რომ კიევში მისი ვიზიტი "არასასურველად" მიიჩნიეს.

გამოცემის ინფორმაციით, შტაინმაიერს კიევში ჩასვლა 13 აპრილს, სამთავრობო დელეგაციასთან და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად სურდა. მათივე ცნობით, ზელენსკის შტაინმაიერთან შეხვედრა რუსეთთან კავშირების გამო არ სურს.

კერძოდ, გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის პრეზიდენტი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის მიმართ შტაინმაერის დამოკიდებულებას და ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას ასახელებს, რომელიც 2014 წლის ომის შედეგ მიიღეს და უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამ დროს შტაინმაიერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

კომენტარები