კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 341 შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.45%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 23 438 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 341 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 445 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 1.45%-ია, ბოლო 7 დღის - 1.73%, ბოლო 14 დღის კი 2.07%. 

341 ახალი შემთხვევიდან თბილისში 186 დადასტურდა, აჭარაში - 7, იმერეთში - 49, ქვემო ქართლში - 8, შიდა ქართლში - 18, გურიაში - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 23, კახეთში - 20, მცხეთა-მთიანეთში -0, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.  

9 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 651 322 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 631 009 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 770 კი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში კორონავირუსის 3 517 აქტიური შემთხვევაა. რეანიმაციულ განყოფილებაში 103 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის, თბილისში - 65, აჭარაში - 15, იმერეთში - 11.

კომენტარები