რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი კიევში მიემგზავრება

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი უკრაინის დედაქალაქ კიევში მიემგზავრება. ფონ დერ ლეიენი შეხვედრებს პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს. ამის შესახებ ფონ დერ ლეიენი საკუთარ Twitter-ის გვერდზე წერს.

ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად კიევში მიემგზავრება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჯოზეფ ბორელიც.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები