დღეს ყველამ კარგად იცის, რისთვის მასამართლებენ. მასამართლებენ იმისათვის, რომ არ დავუწექი რუსებს და არ ჩავაბარე საქართველო. მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და ეს თქვეს ევროპარლამენტის წევრების ძალიან დიდმა და ყველაზე დიდმა ავტორიტეტებმა. საქართველოში ბოლო თვეებში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემს თემაზე, უკაცრავად. ეს არის რეალობა - არსად აღარ იღებენ ჩვენს მთავრობას და აქაც ჩამოდიან სააკაშვილის საკითხზე, იმიტომ კი არა, რომ მე ვარ ასეთი სუპერმენი, იმიტომ, რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე. არ შეიძლება, ამ გლობალურ ომში საქართველოს ტყვედ ჰყავდეს აყვანილი პუტინის პირადი ტყვე, ეს არ შეიძლება, ეს არის სირცხვილი. აქ პოლიტიკაზე აღარს არის საუბარი. მე მინდა, ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც თავს ქართველად მიიჩნევს, ეს არის საუკუნოვანი სირცხვილი, ის, რაც ხდება ჩვენსა და უკრაინას შორის და ის, რაც ხდება ჩემთან მიმართებაში.
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი: საქართველოში ბოლო თვეებში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემს თემაზე, უკაცრავად
tbl.ge/5y0h
დაკოპირდა

ამბობს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე.
მიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის პატიმრობამიხეილ სააკაშვილის სასამართლომიხეილ სააკაშვილის პროცესი
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




