რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჟიტომირის ადმინისტრაცია: ოლქი რუსი სამხედროებისგან თავისუფალია

UNIAN

ჟიტომირის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი ბუნეჩკოს ინფორმაციით, ოლქი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია.  

"მტერი მოგერიებულია და დღეს ჩვენს რეგიონში რუსი ოკუპანტები აღარ არიან. მათ ჩრდილოეთ რაიონები დატოვეს, თუმცა ომი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გავიმარჯვებთ, დიდება უკრაინას".- თქვა ბუნეჩკომ.

მისივე ინფორმაციით, რუსებმა სახლები და ეზოები დანაღმეს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

მან ასევე აღნიშნა, რომ დამპყრობლებმა რეგიონში ნაწილობრივ დატოვეს ტექნიკა და საბრძოლო მასალა. მისივე თქმით, ოკუპანტების წასვლა გადანაწილებაა და რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას. 

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი. 

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები