ომის ყოველი დღე არის გლოვის დღე. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კიდევაა მცდელობა, საკითხებით მანიპულაცია დაიწყონ. იცით, რომ პარლამენტში არაერთხელ პატივი მივაგეთ უკრაინაში გარდაცვლილების ხსოვნას. სურვილია გამოჩნდეს, თითქოს საქართველოს მხრიდან ემპათია და თანადგომა არაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ესეც კიდევ ერთხელ ხაზია, რომ საკუთარ ხელისუფლებას ებრძოლოს ცალკეული პოლიტიკური ჯგუფი, რაც სამწუხაროა.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
პაპუაშვილი: ომის ყოველი დღე არის გლოვის დღე, ოპოზიცია ცდილობს საკითხით მანიპულირებას
tbl.ge/5xyf
დაკოპირდა

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთა საუბრისას. პარტია ლელო ბუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს. მოლდოვამ 4 აპრილი უკვე გამოაცხადა გლოვის დღედ. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიქართული ოცნებაშალვა პაპუაშვილიბუჩაბუჩის ტრაგედიაგლოვის დღელელოუკრაინასაქართველორუსეთი
ამავე თემაზე
- პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
- უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა
- უკრაინამ აზოვის ზღვაში კიდევ 11 რუსულ გემზე მიიტანა იერიში
- ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა
- მაკრონის თქმით, უკრაინა ფრანგული იარაღის წარმოების ლიცენზიას მიიღებს




