კორონავირუსი საქართველოში

COVI-19-ით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 217 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.66%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 061 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 217 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 592 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 1.66%-ია, ბოლო 7 დღის - 2.24%, ბოლო 14 დღის კი 2.88%. 

217 ახალი შემთხვევიდან თბილისში 107 დადასტურდა, აჭარაში - 10, იმერეთში - 34, ქვემო ქართლში - 10, შიდა ქართლში - 9, გურიაში -23, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 12, კახეთში - 8, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთში - 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2. 

3 აპრილის დილის მონაცემებით, ქვაყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 649 222 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 627 958 გამოჯანმრთელდა, 16 756 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 4 482 აქტიური შემთხვევაა. 

რეანიმაციულ განყოფილებაში 122 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის, თბილისში - 73, აჭარაში - 16, იმერეთში - 15. 

კომენტარები