კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 407 შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.79%-ია

eucord

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 788 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 407 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 303 ადამიანი.  

407 ახალი შემთხვევიდან თბილისში 194 დადასტურდა, აჭარაში - 15, იმერეთში - 49, ქვემო ქართლში - 19, შიდა ქართლში - 13, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 32, კახეთში - 28, მცხეთა-მთიანეთში -9, სამცხე-ჯავახეთში -7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 9.  

1-ლი მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 648 653 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 626 296 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 748 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 5 583 აქტიური შემთხვევაა.

რეანიმაციულ განყოფილებაში 124 ადამიანია, მათ შორის, თბილისში - 75, აჭარაში - 17, იმერეთში - 16. 

 

კომენტარები