რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა რუსეთს სთავაზობს ყირიმის საკითხი მომდევნო 15 წელში სამხედრო გზით არ გადაჭრან

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციამ რუსეთს შესთავაზა, რომ მომდევნო 15 წლის განმავლობაში ყირიმისა და სევასტოპოლის სპეციალურ სტატუსზე ორმხრივი საუბრები აწარმოონ.

უკრაინის ამ შეთავაზების ქვეპუნქტში საუბარია იმაზე, რომ ორმხრივი მოლაპარაკებების განმავლობაში, მხარეები, ყირიმის საკითხის გადასაჭრელად, არ გამოიყენებენ შეიარაღებულ ძალებს.

მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მეთაურმა, ვლადიმირ მედინსკიმ თქვა, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქტიული იყო. მისი თქმით, უკრაინის შემოთავაზებებს ვლადიმირ პუტინი განიხილავს.

კომენტარები