29 მარტს გავცელებული პროპაგანდისტული ვიდეოს მიხედვით, რუსი სამხედრო პირები ამტკიცებენ, რომ უკრაინა მელიტოპოლს აღარ აკონტროლებს. ვიდეო ტელეგრამის პრორუსულ საინფორმაციო არხზე გამოქვეყნდა.
ვიდეოში ჩანს, რომ მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანზე რუსი სამხედრო პირები უკრაინის დროშაზე წერენ: "რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროდან ... რუსეთის ეროვნული გვარდიიდან ... სახალხო მილიცია ... კაზაკები".
უკრაინის დიდი დროშა, რომელიც ცენტრალურ მოედანზე ფრიალებდა, 14 მარტს ჩამოხსნეს.
ასევე, გამოსახულია Z და V ნიშნები, რომელთან რუსულ ჯავშან-ტექნიკაზე იდენტიფიკაციის მიზნით გამოსახავენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.