რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: უკრაინის ჯარების დისკრედიტაციისთვის რუსეთი ქმნის და ავრცელებს ყალბ ვიდეოებს

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის ცნობით, რუსეთი ავრცელებს ვიდეოფაბრიკაციებს, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები რუს ტყვეებს არაადამიანურად ეპყრობიან. 

"ხაზგასასმელია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები და სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებები ზედმიწევნით იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომი და ენდოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს. უკრაინის თავდაცვის ძალების დისკრედიტაციის მიზნით, მტერი ქმნის და ავრცელებს ყალბ ვიდეოებს, სადაც, სავარაუდოდ, "უკრაინელი ჯარისკაცები" "რუსი ტყვეებს" არაადამიანურად ექცევიან". - წერს ზალუჟნი. 

კომენტარები