რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ემი შუმერი ზელენსკის ოსკარის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს – UNIAN

უკრაინული გამოცემა UNIAN-ის ინფორმაციით, ამერიკელმა მსახიობმა, ემი შუმერმა, რომელიც 2022 წლის ოსკარის დაჯილდოების თანაწამყვანია, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. შუმერმა ამის შესახებ დრიუ ბერიმორის დილის შოუში ისაუბრა.

მისი თქმით, ოსკარი კარგი პლატფორმა იქნება ზელენსკისთვის, რომ მილიონობით ამერიკელს უამბოს უკრაინაში ომის შესახებ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები