ოსკარი 2022

ოსკარი 2022: ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი – არიანა დებოსე

Hollywood Reporter

ამერიკის კინოაკადემიის რიგით 94-ე დაჯილდოება ვესტსაიდური ამბის გამარჯვებით დაიწყო. 

მიუზიკლში მარიას როლის შემსრულებელი, არიანა დებოსე მეორეხარისხოვანი ქალი მსახიობის კატეგორიაში დააჯილდოეს.

ოსკარების დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში ამ წუთებში მიმდინარებოს. ნომინაციების ლიდერი ჯეინ კემპიონის ვესტერნი ძაღლის ძალაუფლებაა.

ვესტსაიდური ამბავი ბროდვეის მიუზიკლის მორიგი ეკრანიზაციაა, რომელიც სტივენ სპილბერგმა გადაიღო.

60 წლის წინ იმავე როლისთვის ოსკარი მიიღო მსახიობმა რიტა მორენომ.

კომენტარები