კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 357 შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.27%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა  8 358 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 237 ადამიანი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.53%. 

ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 42, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 14, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 21, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი -5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
 
11 179 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 636 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 351, აჭარაში - 50, იმერეთში - 119. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 167 პირი, მათ შორის, თბილისში - 98, აჭარაში - 24, იმერეთში - 25. 10 543 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

27 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 646 316 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 618 403 გამოჯანმრთელდა, 16 708 კი გარდაიცვალა.


კომენტარები