პრეზიდენტს, მითუმეტეს საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი და არ უნდა ეგონოს, რომ იცის მთავრობაზე მეტი. ჩვენ ხომ მხარი დავუჭირეთ ერთი მხრივ პრეზიდენტს და მეორე მხრივ პრემიერმინისტრს. ჩვენ რომ ვიცოდით რა სისტემა იყო, იმიტომ დავუჭირეთ მხარი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოზიციაზე და არა პრემიერის პოზიციაზე. ჩვენ რომ გვდომოდა, სალომე ზურაბიშვილს განესაზღვრა და განეხორციელებინა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მაშინ დავუჭერდით მხარს არა პრეზიდენტის პოსტზე, რაც არის სიმბოლური, არამედ პრემიერის პოსტზე. რატომ არ გავაკეთეთ ეს? იმიტომ, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ ირაკლი ღარიბაშვილს, ნდობა გვაქვს მის მიმართ, რომ ის სწორად განახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და პრეზიდენტს იმ როლში დავუჭირეთ მხარი, რაც აქვს კონსტიტუციით მიკუთვნებული და ეს არის არსებითად სიმბოლური როლი.
tbl.ge/5xhc
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას უნდა ეღირსოს ავტოკეფალია.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




