რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

2014-დან დასავლეთის გაზისა და ნავთობის კომპანიებმა რუსეთის ბიუჯეტში $15 მილიარდი გადაიხადეს

Andrew Boyers / Reuters

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევის თანახმად, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 9 ევროპულმა და ამერიკულმა ნავთობკომპანიამ რუსეთს ბიუჯეტში 15.8 მილიარდი დოლარი გადაიხადეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

კვლევისას გაითვალისწინეს საექსპორტო გადასახადი, დანამატები და მოსაკრებელი, ამასთანავე "სამთავრობო ნავთობი", რაც გულისხმობს იმ ნავთობის ღირებულებას, რომელიც კომპანიამ უშუალოდ რუსეთის მთავრობას მისცეს.

დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული Shell რუსეთის ბიუჯეტში გადახდილი  $7.85 მილიარდით სიის სათავეშია, მას $2.81 მილიარდით აშშ-ს ExxonMobil კომპანია მოსდევს. დარჩენილთაგან ორი გერმანული და ერთი ბრიტანული კომპანიაა

მონაცემები ვრცელდება კრიტიკის ფონზე: დასავლეთის მიერ რუსული ნახშირის, ნავთობისა და გაზის შესყიდვები, რომლებიც ძირითადად სახელმწიფო საკუთრებაშია, დაეხმარა რუსეთის ომის დაფინანსებას უკრაინაში. 

სამმა არასამთავრობო ჯგუფმა, რომლებმაც მონაცემები შეაგროვეს, განმარტეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 15,8 მილიარდი დოლარის მაჩვენებელი მაღალია, გამოვლენილი კომპანიები, ამასთანავე, რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანიებში წილების გათვალისწინებით, პასუხისმგებელნი არიან ათობით მილიარდი დოლარის დამატებით შემოდინებაზე რუსეთის სახელმწიფოში.

კომენტარები