რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სერგეი შოიგუ საჯაროდ 11 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა

Medusa

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ საჯაროდ 11 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა.

11 მარტს შოიგუმ თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ხულუსი აკართან ტელეფონით ისაუბრა. ასევე უკრაინასთან ომში დაჭრილ რამდენიმე ჯარისკაცს ჯილდოები ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში გადასცა. ეს ორი აქტივობა უკანასკნელია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საიტზეა აღნიშნული. 

მომდევნო სიახლე, რომელშიც შოიგუ ფიგურირებს 18 მარტს დაიდო. კრემლის საიტზე ნათქვამია, რომ თავდაცვის მინისტრი უშიშროების საბჭოს თათბირს დაესწრო. თათბირი ონლაინ რეჟიმში გაიმართა, შეხვედრის ფოტო ან ვიდეო მასალა არ არსებობს. 

იმავე დღეს რუსეთის პირველმა არხმა აჩვენა სიუჟეტი, რომელშიც შოიგუ დაჭრილ ჯარისკაცებს აჯილდოებს. წამყვანის თქმით დაჯილდოება "დღეს" მოხდა, თუმცა სიუჟეტში 11 მარტის კადრებია გამოყენებული.

კვლევა გამოცემა Агентство-ს ეკუთვნის, რომელიც თავდაცვის მინისტრის აქტიურობას ომის დაწყების დღიდან აკვირდება. შოიგუ, რომელსაც უბადლო პიარის სპეციალისტის რეპუტაცია აქვს, ამდენი ხნით თითქმის არასდროს გამქრალა. გამოცემის დაანგარიშებით აქამდე თავდაცვის მინისტრის შესახებ სიახლეები 3 დღის დაშორებით იდებოდა.

Агентство-ს ანონიმურმა წყარომ ამცნო, რომ შოიგუს გულის პრობლემები აქვს, ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ არ დაადასტურა.

კომენტარები