რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პროკურატურა: რუსეთის აგრესიას 121 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა – 167

EPA

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, ომის დაწყებიდან 28 დღის განმავლობაში რუსულ აგრესიას 121 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 167-მა ბავშვმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, ნიკოლაევის, ჟიტომირის, ხერსონის და სუმის ოლქებში.

ასევე ყოველდღიური დაბომბვების და საარტილერიო თავდასხმების შედეგად დაზიანდა 548 საგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 72 სრულიად განადგურებულია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები