ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ვადაგასული ვაქცინა გამოყენებაში მოხვდეს

როდესაც ფაიზერმა ვაქცინის წარმოება დაიწყო, მისი ვადა განისაზღვრა 6 თვით, თუმცა, შემდეგ, დროთა განმავლობაში დადასტურდა, რომ ვაქცინის ვადა არის ვალიდური 9 თვის განმავლობაში. ამდენად, ფაიზერმა, ამერიკის წამლის სააგენტომ, ევროპის მარეგულირებელმა და ყველა სხვა მარეგულირებელმა ორგანომ, რომელიც დღეს იყენებს ფაიზერს, ვაქცინის 9-თვიანი გამოყენება დაუშვა.

ეჭვი, რომ რაღაც გზით შესაძლოა ვადაგასული ვაქცინა გამოყენებაში მოხვდეს, არის აბსოლუტურად გამორიცხული და უსაფუძვლო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იმედის კვირის ეთერში.

კომენტარები