კორონავირუსი საქართველოში

ჯანდაცვის მინისტრი: ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი

საქართველოს მთავრობა / Facebook

"ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.

"ეს არის სპეციალური პრეპარატი, რომელიც ფაიზერმა შექმნა. სულ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას აქვს და ძალიან მიხარია, რომ ერთერთი ჩვენი ქვეყანა იქნება. ყველას, ვინც პოტენციურად შეიძლება, დამძიმდეს ინფიცირების შემთხვევაშ და ქრონიკული დაავადებები ახლას, წამალს დავურიგებთ უფასიდ. ინფიცირებიდნ პირველი ხუთი დღის განმავლობაშია აუცილებელი ამ მედიკამენტების მიღება" - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ვერ დაასახელებს, რამდენი დოზა შემოვა ქვეყანაში.

"გაუთქმელობის კონტრაქტი გვაქვს და არ შემიძლი, გითხრათ, ისევე როგორც ფასი" - ამბობს აზარაშვილი.

კომენტარები