რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფარკასი: თუ უკრაინაში დავმარცხდებით, პუტინი შემოუბრუნდება საქართველოსა და მოლდოვას

მეზიზღება სიტყვები "რუსეთის პროვოცირება". თუ ვინმე პროვოკატორია, ეს რუსეთია. რუსეთმა აირჩია ეს ომი და რუსეთმა აირჩია უდანაშაულო უკრაინელების ხოცვა. ასე რომ, ისინი ცხადად პროვოკატორები არიან.

არსებობს შეკითხვა ესკალაციაზეც. დიახ. ეს უკეთესი სიტყვაა. არ გვსურს ესკალაცია. არ გვინდა ისეთი რამის გაკეთება, რაც გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ესკალაციას. 

ამისდა მიუხედავად, ესკალაციის იმდენად არ უნდა გვეშინოდეს, რომ გამოვრიცხოთ ისეთი ქმედებები, რითიც უკრაინას რეალურად დავეხმარებით. საფრთხეები ფრთხილად უნდა შევაფასოთ, მაგრამ უნდა შეგვეძლოს ზოგიერთი საფრთხის მიღება. 

თუ დავმარცხდებით უკრაინაში, თუ უკრაინა დამარცხდება, ვლადიმირ პუტინი, თუ სხვა რამის გასაკეთებლად საკმარისი ძალა ექნება, ის შემოუბრუნდება საქართველოს და აიღებს მას, დაამყარებს კონტროლს, აიღებს მოლდოვას და დაამყარებს მასზე კონტროლს. შემდეგ ის გამოიწვევს NATO-ს. ეცდება NATO-ს დაშლას. გამოიწვევს ჩვენს დემოკრატიას. ის არ გაჩერდება, თუ უკრაინაში არ იქნება შეჩერებული.

თქვა CNN-ის ეთერში აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ასევე NATO-ს სამიტის თავდაცვის მდივნის ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა, ეველინ ფარკასმა.

კომენტარები