სამწუხარო რეალობაა, რომ მთელს მსოფლიოში, არცერთ ქვეყანაში, ისეთ ვითარებაში, როგორიც ეხლა არის უკრაინაში, ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა. მითუმეტეს, ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული და უნიკალური. ჩვენ ვართ ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად. ამ დროს, ამ ვითარებაში, როდესაც სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადი და მოწყლადი, მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, სრულად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელწიფოებრივი აქციები, რომლებიც იმართებოდა. მე უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის აღნიშნული აბსოლუტურად მიუღებელია. უნდა ვთქვათ, რომ ეს იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია უკვე ატარებენ ანტიეროვნულ პოლიტიკას, ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მეხუთე კოლონა და ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ჩვენი მოსახლეობის ინტერესს დავიცავთ ბოლომდე.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ღარიბაშვილი: მიუღებელი და გაუგებარია ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომლებიც იმართებოდა
tbl.ge/5x82
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის სოლიდარობის აქციებზე.
ირაკლი ღარიბაშვილიქართული ოცნებაქართული ოცნება 2022რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიუკრაინის სოლიდარობის აქცია
ამავე თემაზე
- "ფრენები ეკონომიკურ აზრს კარგავს" – რუსულ აზიმუტს საწვავის დეფიციტი აქვს
- FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა
- პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ
- ლავროვი: იმის ფიქრიც კი არ მინდა, რომ ალასკის სამიტი კიევისთვის დროის მოსაგებად გაიმართა
- Kyiv Independent: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიმართ "უფრო თამამად" მოიქცეს




