რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: შთამბეჭდავია მაღალი სიკვდილიანობა რუსეთის უმაღლეს სამეთაურო შემადგენლობაში

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინულ მხარეზე შთაბეჭდილებას ახდენს რუსეთის უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობაში მაღალი სიკვდილიანობა.

"შთამბეჭდავია შთამბეჭდავია რუსეთის უმაღლეს სამეთაურო შემადგენლობაში მაღალი სიკვდილიანობა. 6 გენერალი განადგურებულია. გენერალ-მაიორები: ტუშაევი, გერასიმოვი, კოლესნიკოვი, სუხოვეცკი, მიტიაევი; გენერალ-ლეიტანტი მორდვიჩევი. ათობით პოლკოვნიკი და სხვა ოფიცრები. ტოტალური მოუმზადებლობა, ომობენ რაოდენობით და ფრთოსანი რაკეტებით." - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები