რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიკვიდირებულია 6 რუსი გენერალი – უკრაინის შეიარაღებული ძალები სიას აქვეყნებს

რუსი ოკუპანტები უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიკვიდირებული რუსი გენერლების სია გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ლიკვიდირებულია რუსეთის სამხედრო ძალების 10-ზე მეტი მეთაური და 6 გენერალი:

  • გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევუ – რუსეთის გვარდიის 141-ე მოტორიზებული პოლკის მეთაური;
  • გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი – ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ზე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე;
  • გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი – 29-ე არმიის მეთაური;
  • გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი – ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე;
  • გენერალ-მაიორი ოლეგ მიტაევი – 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური;
  • გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდივეჩი – მე-8 გვარდიის გაერთიანებული არმიის მეთაური.

"რა თქმა უნდა, ფედერალურ დონეზე არავინ საუბრობს დანაკარგზე. რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ ასახელებს უკრაინაში "სპეცოპერაციის" ოფიციალურ ხელმძღვანელს". – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები