რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ენერგოდარის ვიცე-მერი გაიტაცეს

ივან სამოიდუკი

ენერგოდარის მერის, დმიტრი ორლოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქსი ვიცე-მერი, ივან სამაიდუკი გაიტაცეს. 

"მერის პირველი მოადგილე ივან სამოიდიუკი გაიტაცეს! ჩვენ არ ვიცით რა მდგომარეობაშია ის! გუშინდელი დღის შემდეგ არ მქონია კონტაქტი. დღეს კი მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ცინიკურად გაიტაცეს!

ოკუპანტებმა ასევე დაიწყეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა ენერგოდარის მოსახლეობაზე, რომლებიც აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევიან. ისინი აგრძელებენ იმ ხალხის ძიებას, რომელთა პრინციპულ პოზიციას საფრთხედ თვლიან".- წერს ორლოვი FACEBOOK-ზე. 

ორლოვი დეპუტატებს და აქტივისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამასთან, მოქალაქეებს 20 მარტს, 14:00 საათზე საკრებულოს შენობასთან აქციაზე მისვლას სთხოვს.

 რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები