რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშჩუკი: უკრაინამ 562 სამხედრო ტყვე აიყვანა, მათ არ სურთ სახლში დაბრუნება

ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, უკრაინას 512 სამხედრო ტყვე ჰყავს აყვანილი. მისი განმარტებით, უკრაინის მხარე ტყვეებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ეპყრობა. ვერეშჩუკმა აღნიშნა, რომ ტყვეებს, რომლებიც ასაკით მცირეწლოვნები არიან, სახლში დაბრუნება არ სურთ. 

"ისინი პატარები არიან და ამბობენ, რომ არ სურთ იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომელმაც უკრაინელი ქალებისა და ბავშვების დასახოცად გამოგზავნა. თუმცა შეთანხმება ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით კვლავ მნიშვნელოვან საკითხად რჩება". - აღნიშნა ვერეშჩუკმა TSN-თან ინტერვიუში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები