რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ელჩი ბოსნია-ჰერცეგოვინას უკრაინის მაგალითით ემუქრება

იგორ კალაბუხოვი

ბოსნია-ჰერცეგოვინაში რუსეთის ელჩის, იგორ კალაბუხოვის თქმით, რუსეთს აქვს უფლება რეაგირება ჰქონდეს ბოსნია და ჰერცეგოვინას განზრახვაზე გახდეს NATO-ს წევრი.

"უკრაინის მაგალითზე ჩვენ ვაჩვენეთ, რა მოლოდინები გაქვს, თუ იარსებებს საფრთხე, ჩვენ გვექნება რეაგირება" - თქვა კალაბუხოვმა.

ელჩის თქმით, ახლა რუსეთს არ აქვს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით მოქმედების გეგმა და მოსკოვი იმოქმედებს "სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობის ანალიზის შესაბამისად".

ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ჟელკო კომშიჩი ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

"კატეგორიულად ვგმობთ ბოსნია და ჰერცეგოვინაში რუსეთის ფედერაციის ელჩის მუქარას, რომელიც მან გამოთქვა ბოსნია და ჰერცეგოვინას NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. [...] რუსეთის ელჩის სიტყვები, რომ რუსეთს ექნება რეაქცია და უკრაინის მაგალითის მოყვანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა წამოიწყო აგრესია, არის ცალსახა და მიუღებელია ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის" - თქვა კომიშიჩმა.

ბოსნია და ჰერცეგოვინას NATO-მ 2010 წელს შესთავაზეს ალიანსში გაწევრიანების გეგმას (MAP) შეერთებოდა.

უკრაინაში სრულმაშტაბიან შეჭრამდე რუსეთი უკრაინისგან ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე უარის თქმას ითხოვდა. ომის დაწყების შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტი რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები