რა თქმა უნდა [ყირიმის] ნახევარკუნძულის ეკონომიკის განვითარებაზე გავლენა აქვს დასავლეთის სანქციებს, რომლებიც ვრცელდება საბანკო სექტორზე, რიგი საქონლის მიწოდებაზე და ა.შ. უკრაინაში საომარი ოპერაციის დაწყებას მოჰყვა სანქციების ახალი პაკეტი. უკვე ვთქვი, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები, რა თქმა უნდა, შექმნიან არც თუ ისე მცირე პრობლემებს, მაგრამ არა მხოლოდ პრობლემები შეიქმნება. ისინი გვიხსნიან ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის ახლა არის ყველა პირობა იმისთვის, რომ მსხვილმა რუსულმა ბიზნესებმა, რომლებსაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადრე ეშინოდათ სანქციების, ახლა აღარაფერია, რისიც შეეშინდებათ. ახლა მათ, ბანკების ჩათვლით, შეუძლიათ წყნარად შევიდნენ [ყირიმის] ნახევარკუნძულზე და აქტიურად იმუშაონ რეგიონში.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
პუტინი: სანქციები მხოლოდ პრობლემებს არ ქმნიან, გვეხსნება ახალი შესაძლებლობებიც
tbl.ge/5x0g
დაკოპირდა

თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ოკუპირებული ყირიმის განვითარებასთან დაკავშირებულ თათბირზე.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომივლადიმირ პუტინისანქციები რუსეთის წინააღმდეგრუსეთიყირიმის ნახევარკუნძულიანექსირებული ყირიმიოკუპირებული ყირიმი
ამავე თემაზე
- რუსეთის საგარეო: უკრაინის მხარდაჭერა NATO-ს ქვეყნებს ომის თანამონაწილეებად აქცევს
- უკრაინამ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ნავთობობიექტებზე იერიშები მიიტანა
- პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ
- უკრაინამ აზოვის ზღვაში 12 რუსულ ტანკერზე იერიში მიიტანა
- უკრაინამ რუსეთში ნავთობსაცავები და საბრძოლო მასალების საწყობი დაბომბა




