კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 099 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.16%-ია

COVID-19-ით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 21 281 ტესტი და დადასტურდა 1 099 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 800 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 12.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.41%.

ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევიდან თბილისში 494 გამოვლინდა, აჭარაში - 46, იმერეთში – 154, ქვემო ქართლში – 41, შიდა ქართლში – 79, გურიაში – 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 82, კახეთში – 87, მცხეთა-მთიანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 30 989, საიდანაც 1 068 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 29 921 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 306 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 638 790 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 591 180 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 595.


კომენტარები