საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის პირველი არხის ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას, რომელიც პირდაპირ ეთერში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ბანერით გამოჩნდა, საფრანგეთი დაცვას შესთავაზებს.
"საფრანგეთი კატეგორიულად გმობს ჟურნალისტის დაპატიმრებასა და ნებისმიერი სახით მანიპულაციას. ცხადია, ჩვენ ვაპირებთ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას, რომ შევთავაზოთ დაცვა ან საელჩოში ან თავშესაფარში". – თქვა მაკრონმა.
მაკრონმა ასევე თქვა, რომ ამ საკითხს უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მომდევნო საუბრისას განიხილავს.
"ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე გახდება ცხადი ინფორმაცია მისი მდგომარეობისა და მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ". – თქვა მაკრონმა.
ჟურნალისტი უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ბანერით რუსეთის პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში 14 მარტს გამოჩნდა.
"შეაჩერეთ ომი, არ დაიჯეროთ პროპაგანდის, აქ თქვენ გატყუებენ". – ეწერა ბანერზე.





