რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო უკრაინას ბელარუსის მიმართულებით რაკეტის სროლაში ადანაშაულებს

ალექსანდრ ლუკაშენკო
president.gov.by

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას ბელარუსის მიმართულებით Точка-У-ს ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის სროლაში ადანაშაულებს

მისი თქმით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. როგორც ლუკაშენკო ამბობს, რაკეტა რუსმა და ბელარუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ზონაში მყოფი უკრაინული ქალაქი პრიპიატის თავზე უვნებელყვეს. 

"სადღაც იქ გდია. ვისაც აინტერესებს, ვინც ახლოს არის, მიდით, ნახეთ. დამალული არაა". – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს აზრით, უკრაინას ბელარუსის ომში ჩართვა სურს. 

"რა იყო ეს? მათ რა, ერთი რაკეტით უნდათ ბელარუსის დაბომბვა? ეს რაკეტა ჩვენამდე უბრალოდ ვერ მოფრინდება. მაგრამ რატომ აკეთებენ ამას? რათა აგვაღელვონ და პასუხის გაცემა დავიწყოთ. ასეთი სულელები არ ვართ. თუ ვუპასუხებთ, ღირსეულად ვუპასუხებთ. ჯერ ვითმენთ". – დაამატა ლუკაშენკომ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები