აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

CENTCOM: ჰორმუზის თავზე ირანული დრონები ჩამოვაგდეთ და ხმელეთზე რადარის ობიექტებს დავარტყით

   
   

აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) აცხადებს, ღომ აშშ-ს ძალებმა 5 ივნისს ირანის მიერ ჰორმუზის სრუტისა და სპარსეთის ყურის მეზობელი ქვეყნების მიმართულებით გაშვებული რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა და დრონი ჩამოაგდო, ასევე გაანადგურა რადარის დანადგარები ირანის სანაპირო ზოლზე.

"ირანმა შვიდი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ქუვეითისა და ბაჰრეინის მიმართულებით რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტისკენ გაშვებული ოთხი ირანული ერთმხრივი მოიერიშე დრონი ჩამოვაგდეთ. აღნიშნული დრონები რეგიონში საზღვაო მიმოსვლისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენდნენ." - ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.

ამის შემდეგ აშშ-ს ძალებმა ირანის სანაპირო სადაზვერვო რადარების ობიექტებს დაარტყეს ქალაქ გორუკში და კეშმის კუნძულზე, რათა თავიდან აეცილებინათ შემდგომი თავდასხმები საზღვაო სამიზნეებზე.

CENTCOM-ის საწყისი შეფასებების მიხედვით, ირანის მიერ გაშვებული შვიდი რაკეტიდან ექვსი განადგურდა, ხოლო მეშვიდემ დანიშნულ სამიზნეს ვერ მიაღწია.

"ირანის განცხადებები, თითქოს ბაჰრეინში მდებარე აშშ-ს მეხუთე ფლოტის შტაბი დაზიანდა, სიმართლეს არ შეესაბამება" - აცხადებს სარდლობა.

კომენტარები