რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევში ოკუპანტების მიერ კორპუსის დაბომბვას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

МВД

კიევში კორპუსის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 1 კი დაშავდა - ის სავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარი სამმართველოს პრესმდივანი, სვეტლანა ვოდოლაგა ავრცელებს.

"დღეს დილით, დილის 4:22 საათიდან დილის 5:51 საათამდე, მტრის დაბომბვის შედეგად საბრძოლო მასალა მოხვდა ორ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სვიატოშინსკის რაიონში - ერთ კერძო სახლს ოსოკორკას რაიონში და მეორე მრავალსართულიან კორპუსს პოდოლსკის რაიონში. ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით ორი დაღუპულისა და 35 გადარჩენილის შესახებ, ერთი საავადმყოფოშია". - წერს ის.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები