კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 716 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.64%-ია

COVID-19-ით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 19 857 ტესტი და დადასტურდა 1 716 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 551 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 13.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.7%.

ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევიდან თბილისში 672 გამოვლინდა, აჭარაში - 61, იმერეთში – 253, ქვემო ქართლში – 56, შიდა ქართლში – 132, გურიაში – 110, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 150, კახეთში – 156, მცხეთა-მთიანეთში – 37, სამცხე-ჯავახეთში – 43, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 46.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 30 700, საიდანაც 1 324 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 29 376 - ბინაზე.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში 340 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 637 691 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 590 380 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 585.


კომენტარები